დაბრუნების პოლიტიკა

1. დაბრუნების პირობები:

1.1. კომპანია, დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 14 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი ნივთი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით.

2. დაბრუნების წესი და გამონაკლისები:

2.1. ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში სავალდებულოა დაგვიკავშირდეთ და ოპერატორს გააფორმებინოთ დაბრუნება.

2.2. ნივთის დაბრუნების ინიცირების უფლება თქვენ გენიჭებათ ნივთის ჩაბარების მომენტიდან და მოქმედებს ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

2.3. თუ თქვენ 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების ფორმის შევსებით არ მოახდენთ ნივთის დაბრუნების ინიცირებას, თქვენ დაკარგავთ ნივთის დაბრუნების უფლებას.

2.4. დაბრუნების ფორმის შევსების შემდეგ თქვენ გენიჭებათ 7 კალენდარული დღე, რათა მოახდინოთ კომპანიისთვის ნივთის დაბრუნება. (აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპანია არ არის ვალდებული დაიბრუნოს ნივთი).

2.5. ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ კომპანიის ფილიალში.

2.6. დასაბრუნებელი ნივთების მიღების საათებია:

ორშაბათი - 12:00 – 15:00 სთ.

სამშაბათი - 12:00 – 15:00 სთ.

ოთხშაბათი - 12:00 – 15:00 სთ.

ხუთშაბათი - 12:00 – 15:00 სთ.

პარასკევი - 12:00 – 15:00 სთ.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანია ვერ მიიღებს დასაბრუნებელ ნივთებს დღის სხვა მონაკვეთში.

2.7. კომპანია ნივთის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

2.7.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

2.9. თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. ნივთის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი.

2.10. ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის ნივთის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.).

2.11. ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2.12. ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში (ჰიგიენური ნივთები, 30 ლარამდე ნივთები და სხვ.).

3. ანაზღაურების წესი:

3.1. კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება დაბრუნების ფორმის შევსებიდან 14 კალდენდარული დღის ვადაში.

გამონაკლისია: თუ დაბრუნებული ნივთი ექვემდებარება სერვის ცენტრის მიერ შემოწმებას, თანხა აგინაზღაურდებათ სერვის ცენტრის დასკვნის შესაბამისად, სერცვის ცენტრის მიერ მოწოდებული დასკვნის მოწოდებიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში.

3.2. დაბრუნებული ნივთის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. (გამონაკლისია: ნაღდი ანგარიშსწორებით/გადახდის აპარატებით ანაზღაურების შემთხვევაში მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება საბანკო გადახდის მეთოდებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე).

3.3. თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი ნივთის შეფასების შესაბამისად.

3.4. კომპანია დაბრუნებული ნივთის შემოწმებისა და მისი მდგომარეობის შეფასების (შემოწმება შესაძლოა მოხდეს კომპანიის/მოვაჭრის ან სერვის ცენტრის მიერ) შემდეგ მოახდენს თქვენთან დაკავშირებას დასაბრუნებელი ნივთის ღირებულების თაობაზე.

კონტაქტები

აკაკი ბელიაშვილის 117 (Carrefour-ის პარკინგზე)

+995 596 39 77 77

deposhopge@gmail.com

სამუშაო საათები

ორშაბათი 11:00-18:00

სამშაბათი 11:00-18:00

ოთხშაბათი 11:00-18:00

ხუთშაბათი 11:00-18:00

პარასკევი 11:00-18:00

შაბათი 11:00-18:00

კვირა 11:00-18:00

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

შპს «დეპო 2023»

იურიდიული მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 24, ოთახი 35, თბილისი, საქართველო

საიდენტიფიკაციო ნომერი: 405644245